ალტერნატიული შენობა სწავლისთვის
თბილისის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო პროცესს ალტერნატიულ შენობაში გააგრძელებენ. გადაწყვეტილება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მიიღო. ახალ სივრცეს სკოლას, აღმოსავლეთ-ევროპის უნივერსიტეტი სრულიად უსასყიდლოდ დაუთმობს. შენობა განათლების მინისტრის მოადგილემ მე-10 სკოლის მოსწავლეების მშობლებთან ერთად დაათვალიერა
