განათლების სისტემის რეფორმა
პრემიერ-მინისტრმა განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან განიხილა. მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა კონცეფციის იმ მიმართულებებზე, რომელიც უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებას ისახავს მიზნად. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა რექტორებისა და პროფესორ-მასწავლებლების ხედვებისა და მოსაზრებების გათვალისწინების მნიშვნელობას რეფორმის სრულყოფისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება
