საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების სამი მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 6.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების სამი მილიონი შემოსვლა აღირიცხა, რაც 6.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საქსტატის ცნობით, საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობამ, ორ მილიონ ნახევარი შეადგინა, უწყების ანგარიშით, 2025 წლის მესამე კვარტალში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ 2.2 მილიონს მიაღწია, რაც 7.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე
