თელავის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩილ თხლაშიძე აირჩიეს
თელავის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩილ თხლაშიძე აირჩიეს, პროცედურის მიხედვით სხდომა საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა, რის შემდეგაც ახალი მოწვევის დეპუტატების უფლებამოსილება ოფიციალურად ცნეს. ასევე, აირჩიეს ფრაქციების და კომისიების თავმჯდომარეები და მოადგილეები
