თბილისის საკრებულოს ისევ ზურაბ აბაშიძე უხელმძღვანელებს
თბილისის საკრებულოს ისევ ზურაბ აბაშიძე უხელმძღვანელებს. ის ამ თანამდებობაზე 45 ხმით, სამის წინააღმდეგ აირჩიეს. საკრებულოში მერვე მოწვევის პირველი სხდომა ცესკოს თავმჯდომარემ გახსნა. თბილისის საკრებულოში ოპოზიციიდან არიან „გირჩის“ ორი წევრი „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ორი წარმომადგენელი და „კონსერვატორები საქართველოსთვის“ ერთი წევრი
