ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა ასევე პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ისაუბრეს საქართველოსა და ყაზახეთს შორის მეგობრულ კავშირებსა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ საქართველო და ყაზახეთი სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან და ბოლო პერიოდში ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა, სწრაფი ტემპით იზრდება. შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით გაამახვილა ყურადღება
