პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა. ისაუბრეს საქართველოსა და ყაზახეთს შორის მეგობრულ ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროში პარტნიორობაზე. აღინიშნა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაფართოების პერსპექტივა. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მზარდ დინამიკასა და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობაზე, ასევე შუა დერეფნის მნიშვნელობაზე. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა მშვიდობის ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და ყაზახეთს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
