ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი 13 წლისაა
აეროპორტში საიუბილეო კვირეულისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები იმართება. ქუთაისის აეროპორტის პარტნიორი ობიექტები მგზავრებს ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და სხვადასხვა სიურპრიზებს უწყობენ.ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 7 ავიაკომპანია ევროპისა და აზიის 17 ქვეყნის 32 მიმართულებით ოპერირებს.
