გიორგი მიქაუტაძემ საფეხბურთო კლუბ „ვილიარეალის“ შემადგენლობაში მორიგი გოლი გაიტანა
ვალენსიის გუნდმა ესპანეთის სამეფო თასის პირველ წრეში სტუმრად „ლუსენა“ 6-0 დაამარცხა. 25 წლის ქართველი ფორვარდი შეხვედრაში მეორე ტაიმში ჩაერთო და 81-ე წუთზე გამოიჩინა თავი. მიქაუტაძის ანგარიშზე „ვილიარეალის“ რიგებში გამართულ 10 შეხვედრაში 4 გოლია.
