დონალდ ტრამპი სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდა
შეხვედრა დაგეგმილზე მეტხანს, საათსა და 40 წუთს გაგრძელდა. მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩინეთის ლიდერთან შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა და ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის, ჩინურ პროდუქტებზე დაწესებული ტარიფების შემცირებაზე შეთანხმდნენ.
