უკრაინის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ კუპიანსკის რაიონში ვითარება რთულია
უკრაინის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ კუპიანსკის რაიონში ვითარება რთულია, თუმცა აცხადებს, რომ ბოლო დღეებში უკრაინის სამხედრო ძალებს მეტი კონტროლი აქვთ და პოზიციების დაცვას განაგრძობენ. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ყველაზე მძიმე ვითარება ამჟამად პოკროვსკშია, სადაც ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს.
