სლოვაკეთი არ მოაწერს ხელს უკრაინის დაფინანსების არანაირ გარანტიას 2026-2027 წლების სამხედრო ხარჯებთან დაკავშირებით
ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა. სლოვაკეთის მთავრობის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე ამერიკელი ჯარისკაცების შესაძლო შემცირების შესახებ. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ტრამპი პრაგმატულად იქცევა.
