პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ერთი ადამიანი დააკავა
ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად პისტოლეტი, რევოლვერი და 28 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად არის ამოღებული. ასევე, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
