გერმანიის ფედერალური მთავრობა ადასტურებს რომ საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებს
„გერმანიის ფედერალური“ მთავრობა ადასტურებს, რომ საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებს, თუმცა კონკრეტულად რომელს, არ ასახელებს. ინფორმაცია ოპოზიციური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიერ გაგზავნილ ოფიციალურ კითხვებზე მიღებული პასუხებიდან გახდა ცნობილი. გერმანიის მთავრობა ადასტურებს იმასაც, რომ ფინანსების გადანაწილებაში ჩართულია საელჩოც. ინფორმაცია რომელიც გერმანიის მთავრობამ გასცა, უკავშირდება საქართველოში “ჯიაიზეტის” საქმიანობას და მათ მიერ დახარჯულ თანხებს.
