რუსეთისთვის დაწესებული სანქციების დაცვის ერთგულებისთვის, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს მადლობას უხდის
დევიდ ო სალივანის ოფიციალურ წერილში ნათქვამია, რომ რომ საქართველოს ხელისუფლება დგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა რუსეთმა ვერ შეძლოს დასავლურ სანქციებს გვერდი აუაროს. ოფიციალური წერილი, ევროკომისიიდან საქართველოს ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრების სახელზე გამოიგზავნა, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული, თუ რისი პრევენცია მოახერხა საქართველოს ხელისუფლებამ და რა სახის საქონლის რეექსპორტი შეჩერდა, რომლებიც რუსული სამხედრო სისტემისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა.
