გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ესტუმრა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ესტუმრა. დავით სონღულაშვილმა სოფლის მეურნეობის ბათუმის ლაბორატორია, სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ახალი შენობა დაათვალიერა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებს შეხვდა.
