გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. დავით სონღულაშვილი ამჯერად აჭარაში იმყოფება, მინისტრი გაეცნო როგორც ფერმერთა საჭიროებებს, ისე მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს. მინისტრმა, აჭარის მთავრობის წევრებთან ერთად, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბიც გახსნა.
