პოლიტიკო წერს, რომ გერმანია და პოლონეთი უკმაყოფილო არიან უკრაინიდან ლტოლვილების ახალი ნაკადის შედინებით
გამოცემის ცნობით, მას შემდეგ, რაც უკრაინამ 18-დან 22 წლამდე მამაკაცებს ქვეყნიდან გასვლის უფლება მისცა, გერმანიაში მკვეთრად იმატა ახალგაზრდა უკრაინელი მამაკაცების რაოდენობამ. გერმანიის კანცლერის, პარტიაში აცხადებენ, რომ ქვეყანა კვლავ გააგრძელებს ლტოლვილების მიღებას, მაგრამ საზოგადოებაში ეს ნეგატიურ განწყობას იწვევს, რამაც შესაძლებელია უკრაინის მიმართ გერმანელების მხარდაჭერის შესუსტება გამოიწვიოს. ანალოგიური განწყობაა პოლონეთშიც.
