ნიდერლანდებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია
სოციოლოგიური კვლევებით, არჩევნებში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი „თავისუფლების პარტიას“ აქვს. თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პარტია გამარჯვების შემთხვევაშიც ვერ დააგროვებს უმრავლესობისთვის საჭირო მანდატების რაოდენობას. ნიდერლანდებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მას შედეგ დაინიშნა, რაც სამთავრობო კოალიცია დაიშალა. ვადამდელი არჩევნები ნიდერლანდებში ბოლო 4 წელიწადში უკვე მესამედ იმართება.
