ამერიკის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება
ამერიკის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო ვადის მიწურულს გაცემული შეწყალებები ბათილად უნდა გამოცხადდეს და დიფ სთეითის პოლიტიკური აქტორების მასობრივი გასამართლების პროცესი დაიწყოს. მრავალთვიანი საგამოძიებო მუშაობისა და ათზე მეტი მოწმის დაკითხვის შემდეგ, ჯეიმს კომერმა გამოაქვეყნა ანგარიში ბაიდენის გონებრივი დაქვეითების და მისი პრეზიდენტობის დროს ხელმოწერილი დოკუმენტების ლეგიტიმურობის შესახებ. ზედამხედველობის კომიტეტმა დაადგინა, რომ ბაიდენის გარემოცვა ხელს აფარებდა პრეზიდენტის ქმედუუნარობას.
