სანზონის დასახლებაში, 26-ე და 27-ე კორპუსების მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა
12 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, დასასვენებელი პავილიონები, სპორტული და საბავშვო მოედნები, ასევე მაგიდის ჩოგბურთის სივრცე. ჩატარდა გამწვანების მასშტაბური სამუშაო. პროექტის ღირებულებამ მილიონ ნახევრამდე ლარი შეადგინა.
