ნინო დათაშვილს ხუთი ათას ლარიანი გირაო შეეფარდა
პროკურატურამ დათაშვილის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვა. ბრალდებულისთვის ჩატარებული სამედიცინო კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ მას ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა და შემდგომი მკურნალობა.
