პრემიერ-მინისტრი, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს და განათლების მიმართულებით მსოფლიო ბანკის გლობალურ დირექტორს შეხვდა
ირაკლი კობახიძემ, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს მთავრობის მიერ შემუშავებული უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია გააცნო. პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე, რომელთა საფუძველზე რეფორმის ძირითად ამოცანებად სისტემის გეოგრაფიული დეკონცენტრაცია, რესურსების ოპტიმიზაცია, საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურისა და განათლების ხარისხის თვისებრივი გაუმჯობესება განისაზღვრა. უმაღლესი განათლების რეფორმის წარმატებით განხორციელებაში აღინიშნა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობა.
