კიდევ ერთი კორუფციული სქემა უკრაინაში
ამჯერად საკითხი დრონების შესყიდვას ეხება. ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, სახელმწიფო სპეციალური კომუნიკაციების სამსახურმა დრონების შესაძენად 30 მილიარდი გრივნა მიიღო. დეპარტამენტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ამ თანხის ნაწილის მითვისების გეგმა შეიმუშავა და დრონებს წინასწარ განსაზღვრული კომპანიებისგან გაზრდილ ფასად ყიდულობდა.
