პროექტები გურიაში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გურიაში ფერმერებსა და მეწარმეებს შეხვდა. დავით სონღულაშვილმა ფერმერებისგან გამოწვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიღო. მინისტრმა ასევე დაათვალიერა თაფლის საწარმო, საკალმახე მეურნეობა და ჩაის გადამამუშავებელი საწარმო. დავით სონღულაშვილი გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის, ეროვნული სატყეო სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისებშიც იმყოფებოდა.
სიუჟეტის ავტორი: ნინო ჩუბინიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
