ბალტიისპირეთის ფარული დახმარება რუსეთს
ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ბალტიის ქვეყნების კომპანიები რუსეთს დასავლური სანქციების გვერდის ავლაში ფარულად ეხმარებიან. ამავე წყაროს ცნობით, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის კომპანიების ქსელი, მოსკოვს ნავთობის ექსპორტსა და საკუთარი ჩრდილოვანი ფლოტის შეუფერხებელ მომარაგებაში ეხმარებიან. ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ გასული წლის ივნისიდან ამა წლის მარტამდე, ნავთობპროდუქტებით 180-მდე რუსული ტანკერი მოამარაგეს.
სიუჟეტის ავტორი: თამარ გოცირიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
