მითვისებული მილიონების საქმე
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. დაკავებულია მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი. დავით ტაბიძის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან თანამშრომლობს. საქმე ეხება მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეს. ფაქტზე სამართალდამცველებმა შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირებიც დააპატიმრეს.
სიუჟეტის ავტორი: რატი მეტრეველი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
