ხაბეიშვილის თავისმართლება
არასრული ორი თვე საკანში, პატიმრობისას წაკითხული ლიტერატურა და პოლიტიკური ანალიზი - ასე წარდგა ლევან ხაბეიშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე მონოლოგით, შეცვლილი რიტორიკით და თავდაცვის სხვა სტრატეგიით, თუმცა მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. ხაბეიშვილს ორი მუხლით ედავებიან: უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირება. ასევე, საჯაროდ მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ. ბრალი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სიუჟეტის ავტორი: ნინო გოგიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
