შეწყვეტილი ბოიკოტი - აღიარებული სიცრუე
გახარიას პარტიამ, როგორც დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, პარლამენტში საქმიანობის განახლებით საკონსტიტუციო სარჩელის ეფექტისგან თავი გაითავისუფლა. მათ 12 მანდატი შეინარჩუნეს, მართალია, ამტკიცებენ, რომ მხოლოდ მათი ეს 12 ადგილია ლეგიტიმური და საკანონმდებლო ორგანოს სხვა დანარჩენი ნაწილი და შემადგენლობა არალეგიტიმური, მაგრამ დღეს სხდომათა დარბაზში ისხდნენ და დეპუტატების მწვავე კრიტიკის ადრესატებიც იყვნენ. დაგვიანებული აღიარება და შეცვლილი პოზიცია. ეს და სხვა ბევრი შეცდომა გახარიას თანაგუნდელებს დეტალურად გაუხსენეს. მათ დღეს პოლიტიკურ ტრიბუნებთან დეპუტატის ფიციც დახვდათ, რომლის ერთგულება, პარლამენტის თავმჯდომარემ უსურვა.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
