რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მოსკოვი მზად არის ნატოს თავდაუსხმელობის გარანტია მისცეს
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მოსკოვი მზად არის ნატოს თავდაუსხმელობის გარანტია მისცეს, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთს შეიძლია საერთო უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში ნატოზე თავდასხმის განზრახვების არარსებობის გარანტიაც ჩაწეროს. ამასთან რუსეთის პირველმა დიპლომატმა ალიანსი უკრაინაში ომის გახანგრძლივებაში დაადანაშაულა, თქვა, რომ ევროპა ახალი დიდი ომისთვის ემზადება და ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერები არწმუნებენ შეერთებულ შტატებს, უარი თქვას უკრაინაში სამშვიდობო ძალისხმევაზე.
