უკრაინის გამოძიების ბიურომ სახელმწიფო კომპანია „უკრაინ ენერგოს“ ყოფილი ხელმძღვანელი კორუფციის ბრალდებით დააკავა
უკრაინის გამოძიების ბიურომ სახელმწიფო კომპანია „უკრაინ ენერგოს“ ყოფილი ხელმძღვანელი კორუფციის ბრალდებით დააკავა. საქმე ეხება დიდი ოდენობით თანხის გათეთრებასა და თაღლითობას. გამოძიება ვლადიმერ კუდრიცკისა და ბიზნესმენ იგორ გრინკევიჩს, სახელმწიფო კომპანიის კუთვნილი თანხის ტენდერების ჩატარების გზით მითვისებას ედავება. საქმეშია ასევე ყალბი დოკუმენტების გამოყენებაც. ბიზნესმენი სხვა კორუფციულ საქმეზე უკვე იხდის სასჯელს, თუმცა დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას პატიმრობის ვადის გაზრდა ემუქრება.
