შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს ეწვია
შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს ეწვია. დელეგაციის წევრებმა მოინახულეს უნგრეთის ეროვნული პოლიციის სპეციალურ დავალებათა დანაყოფი, რომელიც სპეციალური ღონისძიებების განხორციელებისას ადგილობრივი პოლიციის დახმარებას უზრუნველყოფს. გეკა გელაძე ასევე ეწვია უნგრეთის პოლიციის სასწავლო აკადემიას, სადაც დეტალური ინფორმაცია მიიღო აკადემიის საქმიანობისა და საპოლიციო განათლების სპეციფიკაზე. ვიზიტების ფარგლებში, მხარეებმა გამოხატეს მზაობა, აქტიურად გააგრძელონ მუშაობა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით.
