კანონის უზენაესობის მსოფლიო რეიტინგში საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა
კანონის უზენაესობის მსოფლიო რეიტინგში საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა. მართლმსაჯულების მსოფლიო პროექტის მიერ გამოქვეყნებულ გლობალურ რეიტინგში, საქართველოს ჩამორჩება ევროკავშირის წევრი ბულგარეთი, უნგრეთი, ასევე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები – მოლდოვა, უკრაინა, ალბანეთი, მონტენეგრო, სერბეთი და ბოსნია და ჰერცეგოვინა. რეიტინგში 105-ე ადგილზეა ბელარუსი, თურქეთი 118-ე პოზიციაზეა. რეიტინგის შედგენა ხდება 8 ფაქტორის შეფასებით. ესენია: მთავრობის ძალაუფლების შეკავება, კორუფციის არსებობა, ღია მმართველობა, ფუნდამენტური უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, რეგულირება, სამოქალაქო სამართლის სისტემა და სისხლის სამართლის სისტემა.
