ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებიდან ერთი წლის შემდეგ, კვლავ არ წყდება ამ არჩევნების და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კამპანია და მცდელობა, ხელოვნურად გაძლიერდეს მოსაზრება, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა. ცესკო მიიჩნევს, რომ ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე ცდილობს, დამახინჯებული ფაქტების მიწოდებით საზოგადოებაში შექმნას აღქმა, რომ არჩევნები იყო მანიპულირებული. ეს კი რეალობის შეგნებულად დამახინჯების მცდელობაა.
