მორიგი შეტევა საქართველოს ხელისუფლების და ქართველი ხალხის წინააღმდეგ
მორიგი შეტევა საქართველოს ხელისუფლების და ქართველი ხალხის წინააღმდეგ - ასე აფასებს მმართველი გუნდი ალდეს მიერ ბრიუსელში გამართულ პარტიულ კონგრესზე მიღებულ რეზოლუციას, სადაც საქართველოში გამართულ თვითმმართველობის არჩევნებს „ყალბი არჩევნები“ უწოდეს. არის თუ არა მარტა კოსისი და კაია კალასის პოზიცია, რომ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო „ყალბი“, „ქონიკის“ ამ კითხვის საპასუხოდ, ევროკავშირის საელჩომ ევროკომისრების ერთობლივ განცხადებაზე მიგვითითა, რომელიც ხუთ ოქტომბერს გამოქვეყნდა.
