გახარიას პარტიის საპარლამენტო ბოიკოტი დასრულებულია
გახარიას პარტიის საპარლამენტო ბოიკოტი დასრულებულია. პარტიის 11 წევრს საკანონმდებლო ორგანოში მათ მიმართ გაკეთებული საკმაოდ მწვავე განცხადებების მოსმენა მოუწია. მმართველმა გუნდმა გიორგი გახარია და მისი პარტია ღალატში კიდევ ერთხელ ამხილა. „ქართულმა ოცნებამ“ კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით თქვა, რომ გახარიას პარტია ქვეყნის დაზიანებას, ქვეყნის გარედანაც ცდილობდა. პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს პარლამენტში შესულმა დეპუტატებმაც.
