პარიზის სასამართლო პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მეუღლის ონლაინ შევიწროვების საქმეს განიხილავს
პარიზის სასამართლო პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მეუღლის ონლაინ შევიწროვების საქმეს განიხილავს. 8 მამაკაცსა და 2 ქალს ბრალად ედებათ საფრანგეთის პირველი ლედის - ბრიჯიტ მაკრონის გენდერული იდენტობის შესახებ სოციალურ ქსელებში ცრუ ცნობების გავრცელება, კერძოდ ის, რომ პრეზიდენტის მეუღლე ბიოლოგიურად მამაკაცია.
