ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებიდან ერთი წლის შემდეგ კვლავ არ წყდება ამ არჩევნების და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კამპანია და მცდელობა, ხელოვნურად გაძლიერდეს ნარატივი, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა.
