სამეგრელოს პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სამი ადამიანი დააკავა
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, მათ შორის: 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 7 მჭიდი, 164 ვაზნა, რევოლვერი, პისტოლეტი, ერთლულიანი შაშხანა, კაფსულ-დეტონატორები და ფეთქებადი ნივთიერება ტროტილი. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
