ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს თბილისშიც
ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს თბილისშიც. დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 142 შეკვრად დაფასოებული, ნარკოტიკული საშუალება ე.წ. „ბიო“. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია დაკავებულის მიერ მითითებული სხვადასხვა ადგილიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკული საშუალებაა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს
