შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ერთი ადამიანი დააკავეს
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ერთი ადამიანი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის, ავტომობილისა და პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს რამდენიმე შეკვრად დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ: 260 გრამი „ალფა პვპ“, 8 გრამამდე მეთადონი და ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, პოლიეთილენის ჩამკეტიანი პოლიეთილენის პარკები და ელექტრო სასწორი. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
