ფინანსური დანაშაული
ბიუჯეტის კუთვნილი 5 მილიონზე მეტი ლარის თაღლითურად დაუფლება და 3 მილიონზე მეტი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს - სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის სახით გამოყოფილი თანხების მართლზომიერად ხარჯვის კანონიერებას სწავლობს. უწყებაში გამოძიების ამ ეტაპზე უკვე დადასტურებული ინფორმაცია შეაჯამეს. სისხლის სამართლის საქმეზე 21 ადამიანია პასუხისგებაში მიცემული. გრძელდება მოკვლევა ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენის, მათ მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულებრივი ქმედებებისა და სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის დადგენის მიზნით.
