კოტე მახარაძის სახელობის მინიფეხბურთის მედია ტურნირის გამარჯვებული საქართველოს ნაკრები გახდა
ფინალში ჩვენი ქვეყნის გუნდმა უკრაინელები 4-0 დაამარცხა. ტურნირი 2019 წლიდან ტარდება, წლევანდელ შეჯიბრებაში კი 8 ქვეყნის გუნდები მონაწილეობდნენ. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - თანამედროვე სპორტული ჟურნალისტიკა - გამოწვევები და შესაძლებლობები.
