იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილება განიხილეს და მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეს
კანონპროექტის მიხედვით, პირებს, რომლებიც ფინანსურ და სამოხელეო დანაშაულებში მსჯავრდებულები იქნებიან, 30 წლის განმავლობაში ფინანსური დეკლარაციების შევსება მოუწევთ. დეკლარაციის შეუვსებლობა კი შესაბამის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, რომელიც ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის წესით ისჯება. ცვლილება დამატებითი პრევენციულო მექანიზმია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.
