საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მითვისების და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გენერალურმა პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მითვისების და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქართველოს უნივერსიტეტის უკანონო პრივატიზების ფაქტებზე ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროკურატურას 17 ოქტომბერს მიმართა. მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ნასყიდობის ხელშეკრულებას ამ დრომდე არ ასაჯაროებს.
