„ძლიერი საქართველო – ლელო" პარლამენტის მიერ მიღებულ პარტიების აკრძალვის შესახებ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს
შესაბამისი სარჩელი მათ სასამართლოში უკვე შეიტანეს. პოლიტიკური გაერთიანება კანონს არაკონსტიტუციურსა და დემოკრატიისთვის საზიანოს უწოდებს. მათივე თქმით, არ ელიან, რომ სასამართლო სამართლიანი იქნება, ამიტომ სარჩელით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც მიმართავენ.
