საპარლამენტო დელეგაცია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში არ მონაწილეობს
ოფიციალური წერილით ასამბლეას ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიმართა. ლევან მახაშვილი წერს, რომ ასამბლეის ბოლოდროინდელი ქმედებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და მრავალმხრივი დიალოგი, რომელიც ასამბლეის მონაწილეების მიერ თავის დროზე ფართოდ იყო გაზიარებული, სამწუხაროდ, წარსულს ჩაბარდა.
