ოპოზიცია გარე დახმარების და საქართველოს ხელისუფლებაზე საერთაშორისო წნეხის გაძლიერების იმედზეა და მუშაობას სწორედ ამ მიმართულებით აძლიერებს
მმართველი გუნდის შეფასებით, გუშინდელმა აქციამ ნათლად აჩვენა, რომ ოპოზიციას მხარდაჭერა არ აქვს და რომ ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგი უნდა დასრულდეს. ქართული ოცნება დარწმუნებულია, რომ მათი ოპონენტების ყველა ქმედება გარე ძალების დავალებების შედეგია.
