ევროკომისიის მიერ გამოყოფილ გრანტს ენჯეო სექტორი, კანონის გვერდის ავლით, არამიზნობრივად, საპროტესტო აქციებისთვის ხარჯავს
გაშიფრული სქემის თანახმად, ჯისიარტის გავლით, თანხა 11 ენჯეოს და იმ უფლებადამცველებს ჩაერიცხათ, რომლებიც აქციაზე დაკავებულებს იცავენ. ენჯეოსექტორი ამ თემაზე დასმულ კითხვებს არარელევანტურს უწოდებს და პასუხებს თავს არიდებს. მმართველი გუნდის შეფასებით კი, ევროკომისიის მიერ გამოყოფილი გრანტი საქართველოში უკანონო პოლიტიკურ აქტივობებში იხარჯება. ქრონიკამ კითხვით ევროკომისიასაც მიმართა და მათგან პასუხს ველოდებით.
