ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის კიდევ ერთი ფაქტი აღკვეთეს
ბათუმის პორტის ტერიტორიაზე შემოსული სატვირთო ავტომობილიდან ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება - ერთი კილოგრამი და 167 გრამი „კოკაინი“, ორი ათას აბზე მეტი ,,მდმა", ორი კილოგრამი ,,მდმას" კრისტალები, ორ კილოგრამამდე „კლეფერ-დრონი“, ერთი კილოგრამი „კეტამინი“ და ნარკოტიკული საშუალება ელ ეს დეს შემცველი მუყაოს ფირფიტები. დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე.
